ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო საზოგადოებას სიამაყის საფუძველს ხშირად აძლევენ.
ახლახან, სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდები - საბაზო და საშუალო საფეხურიდან, მაგიდის ჩოგბურთს სასკოლო სპორტულ ოლიმპიდაში მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ მასში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები ჩაერთნენ.
მიუხედავად დიდი კონკურენციისა, ნავარძეთის საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდმა II ადგილი დაიკავა. ისინი დაჯილდოვდნენ და სიგელები გადაეცათ. ნავარძეთის საჯარო სკოლის დირექტორმა - ინგა ასანიძემ და ამავე სკოლის პედაგოგმა - ვალერი სარალიძემ მოსწავლეებს გამარჯვება მიულოცეს და სამახსოვრო სიგელები გადასცეს.
„სპორტის ეს სახეობა პოპულარულია სკოლაში და მოსწავლეებიც დიდ ინტერესს იჩენენ ამ სახეობის მიმართ. ვუსურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას სკოლის გუნდს და ველოდებით მომდევნო ასპარეზობას“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: