ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც მე-5 და მე-8 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს და ცოდნა აიმაღლეს.
ღონისძიებას პედაგოგები: თამილა ჩუბინიძე და მანანა სუხიაშვილი ხელმძღვანელობდნენ.
ეს დღე ემოციური და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის.
იხილეთ ფოტოები: