ფოთის N7 სკოლის მოსწავლეები, სიკეთის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბარათებითა და ტკბილეულით საავადმყოფოს ეწვივნენ
14-11-2024

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნობრივ ცოდნასთან ერთად, სიკეთის კეთებასაც ასწავლიან და მათში ემპათიის გრძნობას აღვივებენ.

სწორედ ამიტომ, სკოლაში სიკეთის მსოფლიო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

ამ დღეს სკოლაში, როგორც ამბობენ, ქართული ენისა და ლიტერატურის არაჩვეულებრივი გაკვეთილი მიეძღვნა, რომელსაც პედაგოგი ნანა დონდოლაძე ხელმძღვანელობდა.

გარდა ამისა, მოსწავლეები ეწვივნენ საავადმყოფოს კეთილი სურვილების ბარათებითა და ტკბილეულით.

მათი სლოგანია „სიკეთე გადამდებია“.

ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის ძალიან ემოციური აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203