ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და შემეცნებითი ინიციატივებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებიან.
13 ნოემბერს კი, სკოლაში ჩატარდა ასი ათასი მოწამის ხსენების დღისადმი მიძღვნილი თემატური კონფერენცია, სახელწოდებით - „მარად უკვდავნი“.
მოსწავლეებმა გაიხსენეს ასი ათასი მოწამის გმირობა და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
კონფერენცია ისტორიის პედაგოგების: მანანა მაზანაშვილის და ქეთევან ალადაშვილის ინიციატივით გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები.
იხილეთ ფოტოები: