ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, ალათუმანის საჯარო სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო ქართულის, როგორც მეორე ენის კონსულტანტ მასწავლებელი სოფიო ბერიძე.
თამაშში ჩართულნი იყვნენ მე-7-მე-12 კლასების მოსწავლეები. თამაში საინტერესოდ და სახალისოდ წარმართა. მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
ჟიურის წევრებმა გამოავლინეს 1-ელ ადგილზე გასული გუნდი.
იხილეთ ფოტოები: