ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გარემოს მოვლასა და მასზე ზრუნვას ასწავლიან. ამას მოწმობს ის გარემოსდაცვითი აქტივობები, რაც სკოლაში ტარდება.
ამჯერად, მოსწავლეებმა შერჩეული ადგილი დაასუფთავეს და კიდევ ერთხელ გააცნობიერეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბუნების მოვლა-მოფრთხილება.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
„ეს საამაყოა: შენი შრომის შედეგად გარემოს პატარა მონაკვეთი უფრო გასუფთავდება და გალამაზდება“, - აღნიშნავენ სკოლაში.
გარემოსდაცვითი აქტივობები მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას ხელს უწყობს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: