ბუნების დამცველები ტობანიერის საჯარო სკოლიდან 
14-11-2024

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის აქტივობები, რომლებიც სკოლაში ტარდება.

ამჯერად, ასეთი მრავალფეროვანი და საინტერესო IX კლასში ჩატარებული გეოგრაფიის გაკვეთილი იყო.

„ბევრი შრომის, ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი თემის დამუშავების შემდეგ ჩვენმა საოცარმა IX კლასელებმა, საკუთარი თავები წარმოგვიდგინეს, ბუნების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებად“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მათი მიზანი იყო გადაშენების პირას მყოფი სახეობების შენარჩუნებისთვის შეექმნათ სრულიად ახალი დოკუმენტი. ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაეცნენ საქართველოს „წითელ წიგნსა“ და „წითელ ნუსხაში“ მოცემულ ინფორმაციას, საქართველოს იშვიათ ან გადაშენების პირას მყოფ მცენარეთა და ცხოველთა სახეობების შესახებ, რომლებიც ამავე დროს ენდემებსა და რელიქტებს წარმოადგენენ. მოსწავლეებმა ასევე, შეადგინეს სრულიად ახალი დოკუმენტი „მწვანე წიგნი“.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებს და მათ პედაგოგ ნინო ჯოჯუას წარმატებებს უსურვებს.

„უამრავი წარმატება მინდა გისურვოთ ჩემო ჭკვიანო ბავშვებო თქვენს საოცარ მასწავლებელთან ნინო ჯოჯუასთან ერთად!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203