თეიმურაზ ჭიტაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლაში პროექტი „ჩემი სოფლის ისტორია“ გრძელდება.
ამჯერად, სკოლის დაწყებითი საფეხურის, მეხუთე და მეექვსე კლასების მოსწავლეებმა მოინახულეს სოფლის მემორიალური მუზეუმი, სადაც ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე - „მოგზაურობა ჩემი სოფლის ისტორიულ წარსულში“.
მუზეუმის თანამშრომელ ნინო რუხაძესთან და ისტორიის მასწავლებელ ინგა მალაზონიასთან ერთად მოსწავლეები გაეცნენ სოფლის უძველეს წარსულს, ნეოლითის ეპოქიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე.
მოსწავლეებმა მუზეუმის სამახსოვრო წიგნში დატოვეს ჩანაწერები.
ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო აქტივობები იმართება.
იხილეთ ფოტო: