ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში სასავლო პროცესი მრავალფეროვანი ღონისძიებებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებიან.
ამჯერად, დაწყებითი კლასის და მე-8 კლასის მოსწავლეებმა, თემატიკიდან გამომდინარე წარმოადგინეს საშემოდგომო ღონისძიება დევიზით - „შემოდგომა ჩვენს ქვეყანაში“.
კლასის დამრიგებლების, მშობლების და მოსწავლეების აქტიური ჩართულობით ოთახი გაფორმებული იყო საშემოდგომო ნობათით, მოსწავლეები კი, გამოწყობილები იყვნენ გლეხის გოგო-ბიჭების ფორებში.
მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
ღონისძიება მიყავდათ მე-8 კლასის მოსწავლეებს. მე-3 კლასის მოსწავლეებმა: ნინო მჭედლიძემ, ელენე მაისურაძემ და ნინო მჭედლიძე შეასრულეს ცეკვა - „აჭარული“.
ღონისძიების ორგანიზატორის დახმარებით ყველა მოსწავლე მონაწილეობდა ჩურჩხელების ამოვლების პროცესში.
ღონისძიება დამთავრდა მხიარული ცეკვით -„ცანგალა და გოგონა“.
მასწავლებლებმა და მშობლებმა მადლობა გადაუხადეს ღონისძიების ორგანიზატორს და მონაწილე მოსწავლეებს ამ ლამაზი დღისთვის.
პირველი კლასი - ეკატერინე თედეშვილი; მე-2 კლასი - ნათია კაპანაძე; მე-3 კლასი - ლელა მჭედლიძე და ღონისძიების ორგანიზატორი - მე-8 კლასი - მაია რიჟამაძე.
სკოლაში ასევე მადლობას უხდიან მე-8 კლასის მოსწავლეებს: მარიამ გონგლაძეს, უნუკა მჭედლიძეს და მარიამ ფაფაკერაშვილს.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: