შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული, აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და იმართება საინტერესო ღონისძიებები.
რა თქმა უნდა, სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა მასწავლებლის დღეს. პედაგოგთა პროფესიულ დღესასწაულს კვირეული მიეძღვნა.
„მასწავლებლის კვირეულის“ ფარგლებში, კი მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა ქორეოგრაფიული ნომერი შეასრულეს და აჭარული იცეკვეს, ასევე, თეატრალური წარმოდგენა - „ფუფალას“, დადგეს.
ბავშვებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, რითაც უდიდესი პატივისცემა გამოხატეს მასწავლებლების მიმართ, ღონისძიებაზე ემოციური სიტყვით გამოვიდა სკოლის დირექტორი გოჩა ზურაბაშვლიც.
„ძვირფასო მასწავლებელებო გისურვებთ წარმატებულ წლებს, მრავალი საამაყო ქართველი აღზგეზარდოთ“, - აღნიშნა დირექტრორმა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ორგანიზატორი შორენა დუმბაძე გახლდათ.
იხილეთ ფოტო და ვიდეო 1; ვიდეო 2; ვიდეო 3; ვიდეო 4; ვიდეო 5; ვიდეო 6; ვიდეო 7;