ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას მოწმობს ის აქტივობები, რომლებსაც სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეები პედაგოგ სოფო ბერიძესთან ერთად, ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკას ესტუმრნენ.
ისინი გაეცნენ ბიბლიოთეკის ისტორიას და მუშაობის სპეციფიკას. მოსწავლეებმა დაათვალიერეს როგორც საბავშვო, ისე მოზრდილთა წიგნადი ფონდი, ისაუბრეს წიგნსა და წიგნიერებაზე. ბავშვები ასევე, ეწვივნენ ამერიკის კუთხეს და გაეცნენ მათი მუშაობის სპეციფიკას.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგები მოსწავლეებს წიგნების მიმართ ინტერესს დაწყებითი კლასებიდანვე უღვივებენ.
იხილეთ ფოტოები: