ილია შავერდოშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისლის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღბა ეთმობა მოსწავლეების წახალისებას აქტიურად ჩაერთონ საგანმანათლებლო ინიციატივებში.
6 და 7 ნოემბერს კი, სკოლაში ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა'“, შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა, სადაც სხვადასხვა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეები ერთმანეთს ცოდნასა და ინტელექტში შეეჯიბრნენ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები თამაშში ხალისით ჩაერთნენ და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
სკოლაში გააზრებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეების წახალისება აქტიურად ჩაერთონ საგანმანათლებლო კონკურსებსა თუ პროექტებში და მიიღონ ახალი გამოცდილება.
იხილეთ ფოტოები: