ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სიახლეების დანერგვას, სასკოლო საზოგადოების ხელშეწყობას მიიღონ ახალი გამოცდილება და ითანამშრომლონ საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან.
აღსანიშნავია, რომ რეგიონული განვითარების ფონდი და „მაკ ჯორჯია“ 2012 წლიდან აქტიურად მუშაობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და სთავაზობს მხარდაჭერას, განათლებასა და რესურსებზე ხელმისაწვდომობას სხვადახვა შესაძლებლობის მქონე პირებს.
ორგანიზაციის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს რეგიონული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და განსაკუთრებით მის რეგიონებში მოსწავლეთა და სტუდენტთა განათლებისა და პიროვნული განვითარების ხელშეწყობას.
ამჟამად პროექტს ჰყავს ცხრა პარტნიორი სკოლა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ახალი თანამშრომლობის ფარგლებში, კი რეგიონული განვითარების ფონდი განახორციელებს ორწლიან პარტნიორობას ლანჩხუთის რეგიონის სოფელ ღრმაღელის საჯარო სკოლასთნ, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება შემდეგი სახის აქტივობები:
ლიდერთა კონფერენცია; საშაბათკვირო აკადემიები თეატრალური პროგრამა; სხვადასხვა წრეები; სასტიპენდიო პროგრამა; საზაფხულო ბანაკები.
წიგნის კლუბს, სკოლის ადამინისტრაციას და პედაგოგიურ კოლექტივს აქვს აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამასთან თანამშრომლობის სურვილი, მოტივაცია და დიდ მადლობას უხდის ორგანიზაციის წევრებს რომ ერგოთ პატივი მოხვდნენ მათ რჩეულ სკოლებს შორის.
იხილეთ ფოტო და ვიდეო: