ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის კედლებში არაერთი წარმატებული, ნიჭიერი და სწავლაზე შეყვარებული მოსწავლე იზრდება.
მათ შორისაა მეოთხე კლასის მოსწავლე ლიზი ბოლქვაძე, მოტივირებული, პასუხისმგებლიანი და შომისმოყვარე გოგო, რომელიც დიდი ინტერესით ეკიდება სწავლას და კარგად ართმებს თავს საკლასო სამუშაოებს.
„როცა გულით შრომობს... გამოირჩევა პასუხისმგებლობითა და შრომისმოყვარეობით, ბეჯითი და ზრდილობით აღსავსე გოგოა.... წარმატებული გაგვეზარდე“, - ასე აფასებენ ლიზის სკოლაში და წარმატებას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეების წახალისებას, მათ შექებასა და მათი მონდომების დაფასებას.
იხილეთ ფოტოები: