ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მე-2 კლასელთა ქართული ენის გაკვეთილი ბიბლიოთეკაში დაგვირგვინდა
14-11-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, შემეცნებით და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ და მათში სწავლისადმი ინტერესს აღვივებენ. 

ამჯერად, მე-2კლასელებმა ქართულის გაკვეთილი ბიბლიოთეკაში დაასრულეს. აქტივობა მოითხოვდა გაცნობოდნენ აქამდე მათთვის უცნობ დეტალებს.

სკოლის ბიბლიოთეკარი იამზე აბულაძე სათანადოდ დახვდა პატარებს, ესაუბრა წიგნის  სახეობებზე, მათ განლაგებაზე, დაათვალიერებინა მათთვის საინტერესო განყოფილებები, შემდეგ ერთად შეარჩიეს ზღაპრების წიგნები, გამოიწერეს, სათითაოდ გაეცნენ წიგნის ყდას, ავტორს, სათაურს და სარჩევს. 

ბიბლიოთეკარმა მათ ამ სკოლის მოსწავლეების ხელნაკეთი წიგნებიც დაათვალიერებინა და შესთავაზა მათაც მიეღოთ მონაწილეობა, ზღაპრების წაკითხვის შემდეგ პრეზენტაციის მოწყობაც შესთავაზა ბიბლიოთეკაში.

„დაგველოდეთ, მათი შემოქმედებითი პროდუქტებით მალე დაგიბრუნდებით“,- დაანონსეს სკოლაში და მოსწავლეების მრავალეროვანი ნამუშევრების გაზიარებას შეგვპირდნენ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203