ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს ინტეგრირებული ღონისძიება მიეძღვნა.
ღონისძიება 8 ნოემბერს ჩატარდა და მისი სახელია - „ილია, როგორც ერის მამა და ილია, როგორც აქტიური მოქალაქე“.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა: ნელი ნათენაძემ და თამარ ქიმაძემ, მოსწავლეებთან ერთად ისაუბრეს ილიას შემოქმედებაზე.
მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა ილიას ცხოვრების წლებისა და ნაწარმოებების შესახებ წარადგინეს პრეზენტაციები, წაიკითხეს ლექსები, ამონარიდები პუბლიცისტური წერილებიდან, ბრძნული გამონათქვამები, ასევე შექმნეს კედლის გაზეთები და წარმოადგინეს სცენარი - „ილიას მკვლელობა“.
სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, ნინო გაგაძემ, მე-7, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეებთან ერთად წარადგინა ინტერაქტიული პრეზენტაცია - „ილია, როგორც აქტიური მოქალაქე“
პრეზენტაციის ავტორი მე-9 კლასის მოსწავლე ნინი ბადაგაძე გახლდათ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაზე ჩართული იყო მთელი სასკოლო საზოგადოება.
წარმოდგენაში -„ილიას მკვლელობა“, კი მონაწილეობდნენ: მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები: ილია-ლექსო არგანაშვილი; ოლღა - ხატია არგანაშვილი; მკვლელები: ლუკა ბერიძე და მალხაზი ჭიკაიძე.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: