ახალაბასთუმნის სკოლის მოსწავლეების ფილოსოფიური საუბრები ციკლიდან ''MEMENTO MORI''
ახალაბასთუმნის სკოლაში ჩატარდა ფილოსოფიური საუბრები ციკლიდან „MEMENTO MORI”.
ღონისძიება მომზადდა მე-11 კლასის მიერ, რომლებმაც წარმოადგინეს თემები სიკვდილზე.
კერძოდ, ფილოსოფოსები სიკვდილზე; რელიგიის ხედვა სიკვდილზე; მეცნიერები სიკვდილზე და ლიტერატორების ფრთიანი ხედვა სიკვდილზე.
მოსწავლეებმა ძალიან საინტერესო მინი-ლექცია წაიკითხეს კაცობრიობისათვის მნიშვნელოვან საკითხზე.
ასეთი ღონისძიებები მიზნად ისახავენ მოსწავლეთა სერიოზული აზროვნების ხელოვნების ათვისებას, გაანალიზება-შეფასებასა და ტრანსფორმირებას ცხოვრებაში. ღონისძიების ხელმძღვანელი იყო ქართულის მასწავლებელი ინგა ბელქანია.