ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებელმა - ნანა ფუტკარაძემ შემეცნებითი ხასიათის პეზენტაცია ჩაატარა.
პრეზენტაცია ეხებოდა დიაბეტის მსოფლიო დღეს, რომელიც 14 ნოემბერს აღინიშნება.
პრეზენტაციის თემა კი იყო - „შაქრიანი დიაბეტი, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი გავრცელებული ქრონიკული დაავადება“.
პედაგოგმა აღნიშნა, რომ დიაბეტის საერთაშორისო დღე მიზნად ისახავს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას, დიაბეტთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრის გზების მოძიებას, დიაბეტიანთა მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის საზოგადოებრივი, სამედიცინო და ფარმაცევტული ორგანიზაციების გაერთიანებას.
მოსწავლეებმა უპასუხეს დასმულ კითხვებს, გაიგეს მეტი ინფორმაცია ამ დაავადების შესახებ.
იხილეთ ფოტოები: