8 ნოემბერი დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. ამ გამორჩეულ თარიღს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიებით გამოეხმაურნენ.
სამი საგნის: მოქალაქეობის, ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა - სკოლის მოსწავლეებთან ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ინტეგრირებული შეხვედრა გამართეს.
ბავშვებმა წაიკითხეს ილიას წერილები კანონსა და სამართლიანობის შესახებ.
ისაუბრეს საქართველოში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩამოყალიბებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ. ასევე, წაიკითხეს ილიას წერილები, ოლღა გურამიშვილისადმი მიწერილი.
გაეცნენ მათთვის აქამდე უცნობ ფაქტებს, ილიას ორი უპასუხო სიყვარულის შესახებ. მე-7, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ილიას უკვდავი სიტყვები გაიხსენეს და ფურცლებზე გადაიტანეს. დაწერეს ილიას ცნობილი გამონათქვამები და გამოაკრეს თვალსაჩინო ადგილას.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: