ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში, ქართული ენოსა და ლიტერატურის და ხელოვნების კათედრის ერთობლივი ხელმძღვანელობით, ილია ჭავჭავაძის დაბადების 187-ე წლისთავი აღინიშნა.
მის ფარგლებში, მოსწავლეებმა ილიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ პრეზენტაცია გამართეს. გარდა ამისა, ავტორის ცნობილი ციტატები წარმოთქვეს და საკუთარი ნამუშევრები სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს.
მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების - „კაცია-ადამიანი?!“ მიხედვით, მინი სპექტაკლიც დადგეს.
იხილეთ ფოტოები: