ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა არაქალის საჯარო სკოლის მოსწავლე - იური კიურეღიანი პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვდა.
მას ლეპტოპი საჩუქრად საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ის მოტივირებული, მიზანდასახული, ნიჭიერი და წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლეა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები იური კიურეღიანს ამ წარმატებას ულოცავენ.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ კი 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.