ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ლიტერატურისა და ზოგადად, წიგნის განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან.
ეს კი, სასკოლო საზოგადოების დიდი დამსახურებაა. აღსანიშნავია, რომ სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი თემატური აქტივობა ეწყობა.
მათ შორის, მოსწავლეებმა პროექტის - „მოსწავლის ბიბლიოთეკა“ ფარგლებში, თემაზე - „კითხვა და წაკითხულზე ჩაფიქრება-ეს გონების ვარჯიშია“ იმუშევს.
მე-9ბ კლასის მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. ის ბიბლიოთეკარის, მაია გეთიას ჩართულობით გაიმართა.
იხილეთ ფოტოები: