ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე განსაკუთრებულად, საზეიმო გარემოში აღინიშნა.
სკოლაში, ამ დღესთან დაკავშირებით ლიტერატურულ-მხატვრული სახის ღონისძიება „ილია-უგვირგვინო მეფე“ ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ.
„ილია-უგვირგვინო მეფე“ - ასე ვუწოდეთ საღამოს, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ამ ბუმბერაზი ადამიანის უკეთ გაცნობას. გვსურდა, ბავშვებისთვის მკაფიოდ გამოგვეკვეთა მისი მდიდარი და მრავალფეროვანი შემოქმედების ჭეშმარიტი აზრი“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ლიტერატურულ-მხატვრული სახის ღონისძიებაზე მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს მწერალი და მისი შემოქმედება.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბავშვებმა მწერლის შემოქმედებიდან ამონარიდები, ლექსები და მოგონებები წარადგინეს.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ქართული ენის პედაგოგი: მ.თავდგირიძე, ლ.აბაშიძემ და კლასის ხელმძღვანელი: ქ.გოგიტიძე.
ეს დღე ემოციური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეთათვის.
იხილეთ ფოტოები: