ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული.
ახლახან, სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ინიციატივით, კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება - „ენა, მამული, სარწმუნოება“ ჩატარდა.
მის ფარგლებში, მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს. მათ ავტორის ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს და დიდი საზოგადო მოღვაწის ღვაწლი აღნიშნეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებამ საინერესოდ ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: