ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული.
ამჯერად, სკოლამ, სახვითი ხელოვნების ნიჭით დაჯილდოვებული ბავშვების აღმოჩენისა და წახალისების მიზნით, ხატვის კონკურსი გამართა.
კონკურსში ყველა საფეხურის მოსწავლე მონაწილეობდა. მათ საინტერესო შემოქმედებითი ნამუშევრები შექმნეს.
ჟიურიმ კი, გამარჯვებული მოსწავლეები გამოავლინა, რომლებიც მადლობის სიგელით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები: