გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, მე-11 კლასის მოსწავლემ - სეიმურ ამირხანოვმა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ლელა მამულაძემ სასკოლო საზოგადოებას პრეზენტაცია - „ილია ჭავჭავაძის როლი საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების საქმეში“ წარუდგინა.
მათ მწერლის მოღვაწეობის, შემოქმედების შესახებ ისაუბრეს და დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.
ეს დღე დასამახსოვრებელი, საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
იხილეთ ვიდეო: