ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად აცნობიერებს.
ამის დასტურია ისიც, რომ გარემოსდაცვითი ღონისძიების ფარგლებში, ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სკოლაში თემატური აქტივობები გაიმართა.
მოსწავლეებმა სკოლის ეზოს ტერიტორიაზე მარადმწვანე ნარგავები დარგეს. ისინი აქტივობაში პედაგოგის, ეკოკლუბის ხელმძღვანელის - რუსუდან თურმანიძის თაოსნობით ჩაერთნენ.
„მოსწავლეები პასუხისმგებლობით ეკიდებიან და იაზრებენ გარემოსდაცვით საკთხებს“,- ამბობს რუსუდან თურმანიძე.
იხილეთ ფოტოები: