ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლის პედაგოგები განათლებული და ღირსეული ახალი თაობის აღზრდაზე ზრუნავენ.
ამჯერად, დაწყებითი კლასის მასწავლებლის - მანანა ზაზაძის ხელმძღვანელობით, გასვლითი გაკვეთილი, 1-ელი - მე-4 კლასიების მოსწავლეების მონაწილეობით, მოეწყო. მისი თემა ტოლერანტობა გახლდათ.
გაკვეთილის მიზანი რაბათის ციხის კომპლექსის სხვადასხვა სალოცავების მონახულება იყო. მოსწავლეებმა საინტერესო და საჭირო ინფორმაცია გაიგეს, დასვეს კითხვები და ამომწურავი პასუხები მიიღეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, გასვლითი გაკვეთილი ნაყოფიერი, სასარგებლო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ თემასთან დაკავშირებით, ისტ-ის გაკვეთილზე მე-6 კლასის მოსწავლეებმა სლაიდები შექმნეს. მათ პედაგოგი ნინო ბერძენიშვილი ხელმძღვანელობდათ.
„ტოლერანტობის სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სასწავლო საფეხურზე, რათა სასკოლო ცხოვრება უფრო მშვიდობიანი გახდეს.
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი სკოლის დირექტორს ქალბატონ - ნინო შველიძეს, მხარდაჭერისთვის. ძალიან დიდი მადლობა მე-4 კლასის დამრიგებელს - თამარ ნებაძეს, გვერდში დგომისთვის. ძალიან დიდი მადლობა ჩვენი საყვარელი მოსწავლეების საუკეთესო მშობლებს, აქტიურობისთვის და ჩართულობისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: