დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკის საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სპორტულ-გასართობი ღონისძიება „მხიარული სტარტები“ მოეწყო. მოსწავლეებმა სპორტული შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
აღნიშნული ღონისძიება სკოლაში, ასევე მე-5, მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეთა მონაწილეობითაც ჩატარდა, რამაც როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ხელი შეუწყო კლასებს შორის მეგობრული და ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბებას.
მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს სპორტული შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
„თითოეული გუნდის გადალახული დაბრკოლებები და სხვადასხვა აქტივობა საშუალებას იძლევა გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებისთვის. მოსწავლეები სიხარულით ერთვებიან სპორტულ შეჯიბრებებში და მათ ასეთი თამაშებით ეძლევათ შესაძლებლობა ერთობლივად დაძლიონ სირთულეები, გაუმკლავდნენ ახალ გამოწვევებს და იბრძოლონ ერთი მიზნისთვის გუნდურად. გამარჯვება კი დიდ სიხარულს ანიჭებს მათ, რაც წარმატებების საფუძველია“, - აღნიშნავენ სკოლაში.