„ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდესო!“ - უჯარმის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
14-11-2024

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - მანანა აბურჯანიას ორგანიზებით, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდესო!“ გაიმართა.

ღონისძიებაზე, Vlll-X-Xll კლასების მოსწავლეებმა ისაუბრეს მწერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. მათ ასევე, გააკეთეს საინტერესო პრეზენტაციები, დაუკავშირეს თანამედროვეობას და აღნიშნეს, დღესაც რაოდენ აქტუალურია ილიას შემოქმედება.

ეს დღე დასამახსოვრებელი და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეთათვის.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203