ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაოხრების საჯარო სკოლის მასწავლებელი სოფია ქოსიანი მოსწავლეებთან მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევა. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გუნდურობა და თანამშრომლობა, რასაც მოსწავლეებთან ურთიერთობისას ითვალისწინებს. ბავშვებისთვის საჭირო რჩევა-დარიგებებს არასდროს იშურებს, რასაც ბავშვები ყოველთვის ყურს უგდებენ.
etaloni.ge-ის ბლიც-კითხვებს პედაგოგი სოფია ქოსიანი პასუხობს:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- კარგ ურთიერთობას ერთმანეთის მიმართ, პატივისცემას, სწავლების და ასწავლის მოტივაციას.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- პატივისცემა და თანამშრომლობა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- იციან ნამდვილი მეგობრობა და არიან გამორჩეულები.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- გუნდურობას და თანამშრომლობას.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- მოსწავლეები.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- სათავგადასავლო ლიტერატურა და სომხური ნაწარმოებიდან უფროსკლასელებისთვის - „ბოლო მასწავლებელი“.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- ჩემს დროს არ ტარდებოდა ღონისძიებები.