მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლაში, მკითხველთა კლუბის წევრების მონაწილეობით ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიება გაიხსნა მწერლის ლექსზე შექმნილი სიმღერით, რომელიც ერთ დროს საქართველოს ჰიმნიც იყო: „ჩემო კარგო ქვეყანავ!“.
ღონისძიება დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობით: მოსწავლეებმა წაიკითხეს ილიას ბიოგრაფია, სკოლაში ჩატარდა ვიქტორინა: „ვინ უკეთ იცნობს ილიას?“ მოსწავლეები გაეცნენ ილიას ბრძნულ გამონათქვამებს და ბოლოს ნახეს ვიდეო კოლაჟი: „რატომ მოკლეს ილია?“.
მოსწავლეებმა ასევე, მხატვრულად წაიკითხეს მწერლის ლექსები, სადაც შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
ეს დღე ძალიან შთამბეჭდავი და ემოციური იყო.
იხილეთ ვიდეო: