„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს თანამშრომლობას“ - ნაოხრების საჯარო სკოლის პედაგოგი სოფია აკოფიანი
14-11-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაოხრების საჯარო სკოლის მასწავლებელი სოფია აკოფიანი მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო და მათ ინტერესებზე მორგებულ საგაკვეთილო პროცესს სთავაზობს. მისთვის მნიშვნელოვანია ბავშვებთან მეგობრული ურთიერთობა, რაც გამოსდის კიდეც.  პედაგოგს პროფესიისა და მოსწავლეების მიმართ განსაკუთრებული სიყვარული აქვს.

etaloni.ge-ის ბლიც-კითხვებს პედაგოგი სოფია აკოფიანი პასუხობს:

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- ინტეგრირებული კოლექტივი და მეგობრული გარემო მოსწავლეებში, ასევე ტოლერანტობა.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ნდობა და დისტანცია.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- მეგობრობის კარგი თვისებები აქვთ.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- თანამშრომლობას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- ბავშვებისადმი სიყვარული.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- „ტომ სოერის თავგადასავალი“.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- საახალწლო ღონისძიება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203