ზესტაფონის N6 საჯარო საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა, რომ მოსწავლეებმა გამოჩენილი ქართველების ღვაწლისა და ბიოგრაფიის შესახებ ცოდნა გაიღრმაონ.
ამ მიმართულებით, სკოლაში სხვადასხვა აქტივობა ეწყობა. ამჯერად კი, იქ დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე აღინიშნა.
მე-10ა კლასის მოსწავლეებმა ამ მნიშვნელოვან თარიღს კედლის გაზეთი - „აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია“ მიუძღვნეს.
მათ დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის ღირებულებებზე ისაუბრეს და მის ღვაწლსა და შრომას პატივი მიაგეს.
იხილეთ ფოტოები: