ზესტაფონის N6 სკოლის მოსწავლეებმა ტრადიციებისა და კულტურის სამყაროში იმოგზაურეს
15-11-2024

ზესტაფონის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ეწყობა. 

მათ შორის, მოსწავლეები გასვლითი ვიზიტით შროშაში იმყოფებოდნენ. მათ თიხის ნაკეთობები დაათვალიერეს და თავადაც გამოძერწეს. 

როგორც სკოლის დირექტორი ნანა სარალიძე წერს, მოსწავლეებმა ტრადიციებისა და კულტურის სამყაროში იმოგზაურეს. 

„ჩვენც შევძელით სული ჩაგვებერა, გამოგვეძერწა და ქართული მიწისგან შეგვექმნა პატარა ნიმუშები. მთლად ხელოვნების ნიმუშები ვერა, მაგრამ ის ზუსტად გავიგეთ, რამდენი შრომა, სიყვარული და მოფერება სჭირდება თითოეულ ნაკეთობას. მადლობა ტურის ორგანიზატორებს“,- წერს სკოლის დირექტორი ნანა სარალიძე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203