„ჯანსაღი ცხოვრება ჯანსაღი გარემოშია შესაძლებელი“ - აღნიშნავენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლაში და მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ახლახან, სკოლის მე-8ა კლასის მოსწავლეებმა - ანანო მამუკაშვილმა და ტაისია შოშიაშვილმა უმცროსკლასელ მე-3ა კლასის მოსწავლეებთან ჩაატარეს საინტერესო აქტივობები და საინფორმაციო ხასიათის პრეზენტაცია.
ღონისძიება მიზნად ისახავდა გარემოს დაცვის მიმართულებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების.
მოსწავლეებმა ერთობლივად უყურეს საინტერესო ვიდეოებს და იმსჯელეს თუ რა შედეგები მოჰყვება გარემოს დაბინძურებას. პატარებს ძალიან მოეწონათ გაკვეთილი და აქტიურად ჩაერთნენ სახალისო თამაშებში
სკოლაში მადლობას უხდიან მე-8ა კლასის მოსწავლეებს - ანანო მამუკაშვილს და ტაისია შოშიაშვილს და პროექტის ხელმძღვანელს, გეოგრაფიის მასწავლებელ ნათია შინჯიკაშვილს.