საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეთა საოცარი საგანმანათლებლო თავგადასავალი გრძელდება.
გასვლითი პროგრამების ეგიდით, მიღებული ცოდნის განმტკიცების მიზნით, 13 ნოემბერს, თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-8 კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი მზიური კოჩალიძე) საგანმანათლებლო პროგრამის - „თბილისური ფოტოსალონი“ ფარგლებში, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ.
მოსწავლეებმა განიმტკიცეს თეორიულად მიღებული ცოდნა პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. ასევე, დაათვალიერეს პოეტის კუთვნილი ნივთები, მოისმინეს ვიდეოჩანაწერი და ნახეს 3D ფორმატით აღდგენილი პოეტის ,„ალტერეგო“...
მოსწავლეები დაესწრნენ საინტერესო ლექციას და ასევე ჩართნენ სალონურ თამაშში, ბარათებით...
მოსწავლეებს თან ახლდა ქართული ლიტერატურის პედაგოგი სალომე ნოზაძე...
მოსწავლეებისთვის გასვლითი ღონისძიება მეტად შემეცნებითი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: