რა არის სასკოლო სასწავლო გეგმა და რა მექანიზმებს მოიცავს
21-11-2024

ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე სკოლა ქმნის სასკოლო სასწავლო გეგმას. გთავაზობთ ინფორმაციას თუ რა მექანიზმებს მოიცავს სასკოლო გეგმა და რა უნდა იცოდეთ.

სასკოლო სასწავლო გეგმა აღწერს სწავლა-სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს:

ა) სკოლის ფილოსოფიას და კურიკულუმებს საფეხურების მიხედვით (მათ შორის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას - მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გათვალისწინებით ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციით შექმნილ სასწავლო გეგმას);

ბ) სკოლის განვითარების ხელშემწყობ პროცესებს: სტრატეგიული გეგმის განვითარებას, კურიკულუმის განვითარებას, პერსონალის მართვასა და განვითარებას, ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოებას, მატერიალურ რესურსებსა და ინფრატრუქტურას, საინფორმაციო რესურსებს, ფინანსურ რესურსებს, მოსწავლეთა აღზრდისა და მხარდაჭერის სისტემებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203