წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება.
მათ შორის, იქ იაკობ გოგებაშვილის კვირეული გაიმართა, რომელიც სკოლის თვითმმართველობამ კედლის გაზეთის გამოშვებით დააგვირგვინა.
მათ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს საპრეზენტაციო პროგრამა - Power Point-ში მომზადებული პრეზენტაციით იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისეული ეპიზოდები კიდევ ერთხელ შეახსენეს.
მოსწავლეებმა მის შემოქმედებაზე ისაუბრეს, მისი ნაწარმოებები გაიხსენეს და დისკუსია გამართეს.
იხილეთ ფოტოები: