ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, იქ საშემოდგომო ზეიმი - „სხვანაირი შემოდგომა იცის ჩვენში“ გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ. მათ იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, შემოქმედებითი ნომერები გამართეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
აუცილებლად აღსანიშნავია, რომ გარემო ზღაპრულად იყო მორთული. ამის წყალობით კი, შემოდგომის მშვენიერება მთლიანად შეიგრძნობოდა.
ზეიმმა დიდი წარმატებით ჩაიარა და სასკოლო საზოგადოებისთვის დასამახსოვრებელ დღე იქცა.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: