„ხის სიმაღლე ფესვებიდან იზომება“ - დაბა თიანეთის N2 სკოლის მე-8 კლასელთა საინტერესო პროექტი და შემეცნებითი გასვლითი აქტივობები
14-11-2024

დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული. 

ახლახან, პროექტის - „ხის სიმაღლე ფესვებიდან იზომება“ ფარგლებში, მე-8 კლასის მოსწავლეები ფუძნარის მამათა მონასტერში იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, ისინი ზარიძეების საჯარო სკოლას ესტუმრნენ, მოინახულეს საქართველოს ეროვნული გმირის - ზურაბ იარაჯულის მემორიალური კუთხე და ადგილზე სიტყვით გამოვიდნენ.

პროექტის მიზანი, თიანეთის ისტორიული წარსულის შემეცნებასთან ერთად, მოსწავლეებში ეროვნული თვითშეგნების გაღრმავება იყო.

„ამ პროექტს დიდი ინტერესით და პასუხისმგებლობით მოეკიდნე ბავშვები, რასაც მოწმობს მათი აქტიურობა და ჩართულობა პროექტში.სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის პროექტის ხელმძღვანელს, ამავე სკოლის ისტორიის პედაგოგს - ვალერი ჩიტაურს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203