ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები და ღონისძიებები ტარდება.
ამჯერად, სკოლაში, სამოქალაქო განათლების კლუბმა პროექტი „Halloween-ჰელოუინი“ განახორციელა.
კლუბის წევრებმა ცნობიერების ამაღლების მიზნით, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს წარუდგინეს პრეზენტაცია, სადაც „ჰელოუინის“ ზოგად მნიშვნელობასა და ტრადიციებს შეეხნენ.
პრეზენტაციის შემდეგ, კლუბის წევრების დახმარებით, უმცროსკლასელებმა თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს და თემატური დეკორაციები დაამზადეს.
„დღის ბოლოს, კლუბის წევრებმა პატარებს უსაფრთხო, წყლის ბაზაზე დამზადებული საღებავებით, ხელებზე დაახატეს სასურველი გამოსახულებები“, - აღნიშნავენ სკოლაში.
დღე ძალიან საინტერესო, შემეცნებითი და სახალისო აღმოჩნდა როგორც დამსწრეთათვის, ისე კლუბის წევრებისთვის.
იხილეთ ფოტოები: