ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, ასეთი საინტერესო გაკვეთილი სკოლის VI კლასში, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - მაია გაბრიაძის ორგანიზებით ჩატარდა.
VI კლასის მოსწავლეებმა გაკვეთილზე წარადგინეს პრეზენტაცია რუსულ ენაზე, სახელწოდებით: „ჩემი დღის რეჟიმი“. მოსწავლეებმა ცოდნა წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
„პრეზენტაციის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებს წარმოეჩინათ დროის რაციონალურად და მიზნობრივად გამოყენების მნიშვნელობა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლაში პედაგოგს მადლობას უხდიან აღნიშნული გაკვეთილისთვის.
„მადლობა მაია მასწავლებელს, საკუთარი პრაქტიკის გაზიარებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: