ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
სკოლის მოსწავლეებს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ამაყობენ და მათ წარმატებებს უსურვებენ.
„ჩვენი სკოლა ამაყობს მოსწავლეთა წარმატებით. მადლობა - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ამ სტიმულისთვის და შესაძლებლობითვის, რომ უფრო მეტად მიზანდასახული და განათლებული მომავალი თაობა ჰყავდეს ჩვენს სამშობლოს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები: