ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებასა და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ. ამას ადასტურებს ის ღონისძიებები, რომლებიც სკოლაში იმართება.
ამჯერად, სკოლაში ღონისძიება სახელწოდებით - „ოქროს შემოდგომა“ გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდა მეშვიდე კლასიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლე. თითო კლასს ჰქონდა თავისი სახელწოდება და მომზადებული პროგრამა, რომლის თემატიკა შემოდგომა გახლდათ.
მე-7 კლასი - „მოხეტიალე ბავშვები“;
მე-8 კლასი - „ჭექა - ქუხილი“;
მე-9 კლასი - „მშვიდობის ფერები“;
მე-10 კლასი - „ბროწეული“;
მე-11 კლასი - „ჯოჯოხეთი“.
აღნიშნული ღონისძიების ინიციატორი როგორც სკოლაში ამბობენ, მეთორმეტე კლასის მოსწავლეები იყვნენ. მათ დამრიგებელი ლარისა სეხლიანი ხელმძღვანელობდათ.
მრავალფეროვანი ღონისძიება მხიარული თამაშებით იყო გაჯერებული, სადაც მოსწავლეებმა ძალიან კარგად წარმოაჩინეს საკუთარი თავი.
აღნიშნული დღით ბავშვები კმაყოფილები დარჩნენ.
იხილეთ ფოტო: