წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად აცნობიერებს.
ამის დასტურია ისიც, რომ გარემოსდაცვითი ღონისძიების ფარგლებში, ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სკოლაში თემატური აქტივობები გაიმართა.
მის მიმდინარეობაში, დირექტორის - ნადიმ ხოზრევანიძის ხელმძღვანელობით, მთელი სკოლა მონდომებით ჩაერთო. მოსწავლებმა, მასწავლებლებთან ერთად, ნიადაგი მოამზადეს და ხეები დარგეს.
დღემ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: