ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გონდრიოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, საშემოდგომო ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ ჩატარდა. მასში I - XII კლასის ყველა მოსწავლე მონაწილეობდა.
თითოეული კლასის მოსწავლეს ღონისძიებაზე შემოდგომის ნობათით სავსე სუფრა, ნახატები და დეკორატიულად გაფორმებული გოგრები ჰქონდა წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ჰყავდა ჟიურიც, რომელმაც საუკეთესო საშემოდგომო სუფრა და ნამუშევარი გამოავლინა.
იხილეთ ფოტოები: