სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორშის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული და ხალისი იყო.
ამის მიზეზი კი მრავალფეროვანი ღონისძიებაა. მის ფარგლებში, მოსწავლეებმა შემოდგომა ცეკვით, სიმღერებითა და ლექსებით გააცილეს.
მათ სასკოლო საზოგადოებას სხვადასხვა შემოქმედებითი ნომერი წარუდგინეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და წელიწადის ოქროსფერ სეზონზე ისაუბრეს. სადღესასწაულო გარემოს კი, ფერადი ფოთლებითა და შემოდგომის ნობათით გაფორმებული სასკოლო გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ორგანიზატორები ეკა ჭითავა და ქეთევან ფულარია იყვნენ.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: