„რა ჯობია შემოდგომას“ - მრავალფეროვანი ღონისძიება ხევაშენის საჯარო სკოლაში​ 
15-11-2024

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ერთვებიან.

ამჯერად, ხევაშენის საჯარო სკოლაში​, უნწის შერწყმული სკოლის მოსწავლეებთან ერთად საშემოდგომო ზეიმი „რა ჯობია შემოდგომას“ ჩატარდა.

ღონისძიება მიმდინარეობდა სკოლის ეზოში. ბავშვებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა
სასცენო ადგილი მორთეს ისეთი მრავალნაირი საშემოდგომო ნუგბარით როგორიცაა: აკიდო, თათარა კვახი, წითელ-წითელი ვაშვები, ჭური, გიდელი ქოთნები და სხვა ტრადიციული ჭურჭელი და მესხეთისთვის დამახასიათებელი ხილი ამშვენებდა გარემოს.

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები - სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს.

აღნიშნულ დღეს ბავშვებმა ასევე გამართეს საინტერესო წარმოდგენები და დადგეს მინი სპექტაკლი „წითელქუდა“ და „პაპა გიგოს ამბავი“. 

„ამას თან ერთვოდა მოსწავლეების საზეიმო განწყობა. ლექსები, სიმღერები, მუსიკა - ყველაფერი შემოდგომას ეძღვნებოდა. საინტერესო იყო წარმოდგენები: წითელქუდა, პაპა გიგოს ამბავი“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა - მარიტა შველიძემ, მადლობა გადაუხადა სასკოლო საზოგადოებას საინტერესო და სახალისო წარმოდგენებისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203