ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციისა და განწყობის ამაღლების მიზნით, საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში, საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.
სკოლაში საშემოდგომო კუთხე მოეწყო, რომელიც მოსწავლეებმა პედაგოგის დახმარებით ლამაზად გააფორმეს.
ბავშვებმა ასევე ნაწარმოებების მიხედვით სცენები გაითამაშეს, ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
ეს დღე ნაყოფიერი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა თითოეული მოსწავლისთვის.
იხილეთ ფოტოები: